სოციალური ღია სტუდია - საქართველოს ფოსტამ საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო I 12.03.2025
სოციალური ღია სტუდია - საქართველოს ფოსტამ საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო I 12.03.2025

საქართველოს ფოსტამ ადრესაციის საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა. ევროკავშირის ისეთ დიდ ქვეყანას, როგორიც პოლონეთია, ასეთი სერტიფიკატი არ გააჩნია. საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, ამ სერტიფიკატის მიღება მხოლოდ საფოსტო ოპერატორის კვალიფიკაციის დადასტურება და მხოლოდ პრესტიჟის საკითხი არ არის. მისი თქმით, სერტიფიკატი ოპერაციების ეფექტურობასაც ხელს შეუწყობს.

„ჩვენ ამჟამად ოცამდე სხვადასხვა სახის სერვისს ვთავაზობთ მომხმარებლებს. ესენია: „მალეო“, „სახმელეთო ამანათი“, „საკურიერო მომსახურება“, „სატვირთო გადაზიდვები“… საერთაშორისო სერტიფიკატი საშუალებას მოგვცემს გავაფართოვოთ და გავაუმჯობესოთ სერვისების რაოდენობა და ხარისხი“, – განაცხადა ჩიკვაიძემ.

სტუმარი: ლევან ჩიკვაიძე – საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: