სოციალური ღია სტუდია - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ახალი პროგრამები I 17.09.2025
სოციალური ღია სტუდია - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ახალი პროგრამები I 17.09.2025

მზექალა შანიძე, შუქია აფრიდონიძე და სხვა სახელოვანი ენათმეცნიერები არიან გაერთიანებული ჩვენთან მოქმედ კომისიაში, მაქსიმალური დატვირთვით ვმუშაობთ, რათა გავუმკლავდეთ თანამედროვე გამოწვევებს, – ამის შესახებ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა.

„ვმუშაობთ საკანონმდებლო მიმართულებითაც, რომ სახელმწიფო ენის დეპარტამენტს გაეზარდოს ფუნქციები და შემოვიფარგლოთ არა მხოლოდ რეკომენდაციებით, არამედ რეალური ზეგავლენა ვიქონიოთ ჩვენს ყოველდღიურობაში სახელმწიფო ენის დაცვაში, რათა გვქონდეს გარკვეული სანქციების გამოყენების საშუალება, თუკი ამა თუ იმ დაწესებულებაში დაირღვევა ენის ნორმები და მოთხოვნები“, – აღნიშნა ალიბეგაშვილმა.

სტუმარი: გიორგი ალიბეგაშვილი – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: