სოციალური ღია სტუდია - რეცეპტების ახალი სისტემა - პირველი შედეგები და დარღვევები
სოციალური ღია სტუდია - რეცეპტების ახალი სისტემა - პირველი შედეგები და დარღვევები

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს უფროსის, პროფესორის ნანა შაშიაშვილის განცხადებით, რეცეპტების გამოწერის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა წარმატებით მიმდინარეობს.

მე-2 ჯგუფის მედიკამენტების გენერიკული რეცეპტით გაცემა უკვე სამედიცინო ორგანიზაციების 80%-მა დაიწყო. გამოვლინდა პირველი დარღვევებიც.

მონიტორინგი ჯერ მხოლოდ თბილისის აფთიაქებში მიმდინარეობს და ორ დღეში ურეცეპტოდ წამლის გაცემის 35 ფაქტი დაფიქსირდა. დამრღვევები სოლიდური თანხით 500 ლარით ჯარიმდებიან, განმეორების შემთხვევაში საჯარიმო თანხა ორმაგდება. შემდგომი დარღვევები საქმიანობის შეჩერების მიზეზიც შეიძლება გახდეს.

შაშიაშვილის თქმით, რეფორმების ფარგლებში გათვალისწინებულია ექიმებისა და ფარმაცევტებისთვის ტრენინგების ჩატარება. მისი შეფასებით, ახალ სისტემაზე გადასვლა წამლების ბაზარზე სიტუაციას რადიკალურად შეცვლის და შეამცირებს დანახარჯებს მედიკამენტებზე.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების ელექტრონული გამოწერის შედეგად შეიზღუდება ამ მედიკამენტების არამიზნობრივად გამოყენება.

სტუმარი: ნანა შაშიაშვილი, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი, დოქტორი, პროფესორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: