სოციალური ღია სტუდია - მიწის სისტემური რეგისტრაცია I 05.04.2024
სოციალური ღია სტუდია - მიწის სისტემური რეგისტრაცია I 05.04.2024

„მიწის სისტემური რეგისტრაცია” უნიკალური პროექტია, რომელიც წელს უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიწის სპორადული რეგისტრაციის სამსახურის უფროსმა, რევაზ თოდუამ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ამ პროექტში ჩართულობა საშუალებას აძლევს, სახელმწიფოსგან უფასოდ მიიღონ მიწაზე საკუთრების მოწმობა.

„საკუთრებაზე უფლების დოკუმენტების მოპოვება ხშირად პრობლემურია და ამის მოგვარებასაც ჩვენი თანამშრომლები თავის თავზე იღებენ. დღეისთვის მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი უკვე დავურეგისტრირეთ მფლობელებს და ვისაც არ უსარგებლია ამ სიკეთით, დროულად ჩაერთონ პროექტში, რომ სახელმწიფოსგან უფასოდ მიიღონ მიწაზე საკუთრების მოწმობა“, – აღნიშნა რევაზ თოდუამ.

სტუმარი: რევაზ თოდუა – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიწის სპორადული რეგისტრაციის სამსახურის უფროსი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: