სოციალური ღია სტუდია - მეტროს ახალი სადგურები გლდანსა და ვარკეთილში I 22.10.2025
სოციალური ღია სტუდია - მეტროს ახალი სადგურები გლდანსა და ვარკეთილში I 22.10.2025

გლდანსა და ვარკეთილში მეტროს ახალი სადგურების აშენების შესახებ მერიის წინასაარჩევნო დაპირება აუცილებლად შესრულდება, – ამის შესახებ გადაცემის სტუმარმა, ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, გიორგი ბაბუნაშვილმა განაცხადა.

„მანამდე კი, ცნობილი გახდა, რომ მეტროს დიდუბის სადგურიდან დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის ხაზის გაყვანა იყო განსაზღვრული. დღეს უკვე შემიძლია, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ამ პროექტის განხორციელებისათვის ტენდერი გამოცხადდა და ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობისთვის 416 მილიონი ლარია გამოყოფილი. რაც შეეხება ტრამვაის ვაგონებს, ამისთვის ტენდერი მოგვიანებით გამოცხადდება, როცა ტრამვაის ხაზის მშენებლობა იქნება დაწყებული“, – განაცხადა ბაბუნაშვილმა.

სტუმარი: გიორგი ბაბუნაშვბილი – ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: