სოციალური ღია სტუდია - მედიაწიგნიერება - ფეიკნიუსის წინააღმდეგ
სოციალური ღია სტუდია - მედიაწიგნიერება - ფეიკნიუსის წინააღმდეგ

რატომ გაქრა ერთ დღეს შაქარი და მარილი თბილისის მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში? იმიტომ, რომ ცრუ ინფორმაცია, ე.წ. ფეიკნიუსი გავრცელდა და პანიკა გამოიწვია.

ასეთი ცრუ ინფორმაციის მსხვერპლი რომ არ გავხდეთ, საჭიროა კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარი – განაცხადა გადაცემის სტუმარმა ანი გვეტაძემ და სწორედ ამ უნარების განვითარების მიზნით უკვე ექვსი კონკურსი მოაწყო მედიაწიგნიერების დეპარტამენტმა.

კონკურსის პირობაა, მისმა მონაწილემ აღმოაჩინოს სოცილურ ქსელით, თუ მედიასაშუალებებით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია და დაასაბუთონ, რომ ეს არის ფეიკი-ცრუ ინფორმაცია.

მსმენელებს გავაცანით კონკურსის შედეგები და ის მომდევნო აქტივობები, რასაც მედიაწიგნიერების დეპარტამენტი და იუნისეფი გეგმავენ ცრუ ინფორმაციების გავრცელების წინააღმდეგ.

სატელეფონო ჩართვა: ანი გვეტაძე, კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელი,

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: