სოციალური ღია სტუდია - მართვის მოწმობა - ჩამორთმეულთა ფართომასშტაბიანი ამნისტია I 24.12.2025
სოციალური ღია სტუდია - მართვის მოწმობა - ჩამორთმეულთა ფართომასშტაბიანი ამნისტია I 24.12.2025

პირველი იანვრიდან ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ამნისტია განხორციელდება და მართვის მოწმობები დაუბრუნდებათ მათ, ვისაც მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების ლიმიტი ამოეწურათ და ამის გამო ჩამოერთვათ მართვის უფლება, მათაც, ვისაც ჯარიმების გადაუხდელობის გამო ჰქონდათ შეჩერებული მართვის უფლება და მათაც, ვისაც ნასვამობის გამო, ან ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების გამო ჰქონდა ჩამორთმეული მართვის მოწმობა.

გადაცემის სტუმარს მიაჩნია, რომ ნასვამი ვინც მართავდა ავტომანქანას, ის დასასჯელია და ამნისტია არ უნდა შეეხოს. ასევე, ვინც ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი მიატოვა, არც მას უნდა დაუბრუნდეს მართვის უფლება, თუმცა, ამნისტია ყველა დამრღვევზე გავრცელდება.

სტუმარი: ირაკლი იზორია – ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ დირექტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: