სოციალური ღია სტუდია – ლუდომანია – თამაშდამოკიდებულება I 28.05.2025

18:10, 28.05.2025
-0:00

გადაცემის სტუმარმა, გუგა ბესელიამ აღნიშნა, რომ საქართველოში თამაშდამოკიდებულთა რაოდენობა კატასტროფულად არის გაზრდილი. აზარტული თამაშებით დაკავებულია 900 000 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე 50 წელია, თამაშდამოკიდებულება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემად აღიარა, თუმცა მის პრევენციას და მკურნალობას არ ექცეოდა ისეთივე ყურადღება, როგორც ნარკომანიას.

ბოლო წლებში ამ მიმართულებით ბევრი რამ შეიცვალა და საქართველოს ხელისუფლებაშიც არის მზადყოფნა, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას.

სტუმარი: გუგა ბესელია – აზარტული თამაშების კვლევისა და თამაშდამოკიდებულების პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი, გაერო-ს ბავშვთა ფონდის ექსპერტი თამაშდამოკიდებულების მიმართულებით, სარეაბილიტაციო ცენტრ „დღე პირველის“ დირექტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი