სოციალური ღია სტუდია - დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა I 10.05.2023
„დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკი რომ სრულად განახლდა, ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ უახლოეს პერიოდში კიდევ იგეგმება დამატებით 160 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა“, – განაცხადა გადაცემის სტუმარმა, თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ.
კვლავ გაგრძელდება თბილისის ქუჩებში ბასლაინების მონიშვნა, რათა საქალაქო ტრანსპორტმა შეუფერხებლად შეძლოს მოძრაობა და მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა.
ამ წლის პირველ თვეებში, წინა წელთან შედარებით, საქალაქო ტრანსპორტით მოსარგებლეთა რაოდენობა 43%-ით გაიზარდა.
სტუმარი: შალვა ოგბაიძე – თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე,ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: