სოციალური ღია სტუდია - დაიწყო თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“
სოციალური ღია სტუდია - დაიწყო თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“

„ვისაც სურვილი აქვს ისწავლოს და დასაქმდეს, მერიაში რეგისტრაციაზე 30 მაისამდე ველოდებით“, – განაცხადა სტუმარმა და აღნიშნა, რომ მსურველთა რაოდენობა ისეა გაზრდილი, შესაძლოა დამატებითი ეტაპის ორგანიზება გახდეს საჭირო.

ბენეფიციარები მხოლოდ ორ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდნენ: თბილისში უნდა იყვნენ რეგისტრირებული და მათი ასაკი 18 წელს უნდა აღემატებოდეს. ზედა ზღვარი არ არსებობს. ორ-სამთვიანი სწავლების შემდეგ ყველა მიიღებს ქართულ-ინგლისურენოვან სერტიფიკატს, რომლის მეშვეობითაც ასობით ადამიანი უკვე დასაქმდა საქართველოში და საზღვარგარეთაც.

სტუმარი: გოგი ჩიქოვანი, თბილისის მერიის კულტურის,განათლების,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლებისა და ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: