სოციალური ღია სტუდია - ჩატარდა კვლევა, ევროპის ქვეყნებში როგორ ებრძვიან გზებზე სიჩქარის გადაჭარბებას I 10.09.2025
სოციალური ღია სტუდია - ჩატარდა კვლევა, ევროპის ქვეყნებში როგორ ებრძვიან გზებზე სიჩქარის გადაჭარბებას I 10.09.2025

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის, ირაკლი იზორიას განცხადებით, საქართველოში საგზაო შემთხვევების უმეტესობა სიჩქარის გადაჭარბების გამო ხდება, რის გამოც ჩატარდა კვლევა, რათა შეესწავლათ, რა კეთდება ევროპის ქვეყნებში პრევენციის მიზნით.

„ძალიან საინტერესო დოკუმენტი მოვამზადეთ, რომელსაც ამ დღეებში საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტში განსახილველად წარვადგენთ. ამის შემდეგ პროცესში კანონმდებლებსაც ჩავრთავთ. რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ კანონი, რომლის დანერგვის შემთხვევაშიც საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა სავარაუდოდ 20%-ით შემცირდება“, – განაცხადა ირაკლი იზორიამ.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: