სოციალური ღია სტუდია – „ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა“ I 12.02.2025

19:32, 12.02.2025
-0:00

თბილისში ბევრი კორპუსი საცხოვრებლად მოძველდა და ავარიული კორპუსებიც მოგვიმრავლდა. ამიტომაც დედაქალაქის მერიამ დაიწყო პროექტი, რომელიც ავარიული კორპუსების დემონტაჟს და ახლის აშენებას უზრუნველყოფს.

როგორც გადაცემის სტუმარმა განაცხადა, ერთი ასეთი კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულდა და გადაეცა ოჯახებს, რომლებიც ავარიულ კორპუსში ცხოვრობდნენ. ამჟამად კიდევ სამი კორპუსი შენდება ავარიული შენობების ადგილზე.

18 ავარიული კორპუსის მცხოვრებთა განცხადებების განხილვა დასრულებულია და მალე მათი მოთხოვნაც დაკმაყოფილდება. თბილისის განვითარების ფონდი მსგავს განცხადებებს კვლავ იღებს, ოპერატიულად განიხილავს და ავარიულ კორპუსებს ახალი საცხოვრებლით ჩაანაცვლებს.

სტუმარი: ქვარა ჩართოლანი – თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე, „ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის“ ხელმძღვანელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი