სოციალური ღია სტუდია - 900 მილიონი ლარი დევნილთა ბინებისათვის I 31.01.2024
„დაიწყო მასშტაბური პროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ოთხ ქალაქში 13 ათასი დევნილი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება. ამისთვის 900 მილიონი ლარია გამოყოფილი“, – განაცხადა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ დავით გურამიშვილმა.
ბინების მსურველთა რეგისტრაცია 31 იანვარს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვინაიდან პროექტში ჩართვის მსურველი ბევრია, რეგისტრაციის ვადა 1-ელ მარტამდე გაგრძელდა.
სტუმარი: დავით გურამიშვილი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: