სოციალური ღია სტუდია - 1 მაისიდან მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება I 29.04.2026
„საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები მნიშვნელოვნად იზრდება. ამან ხელი უნდა შეუწყოს იმ უმძიმესი სტატისტიკური მონაცემების გამოსწორებას, რომლის მიხედვითაც, შარშან საქართველოში 469 ადამიანი გარდაიცვალა და 8191 დაშავდა! თუმცა მხოლოდ ჯარიმების გაზრდა არ არის საკმარისი“, – განაცხადა გადაცემის სტუმარმა ირაკლი იზორიამ.
როგორც გადაცემის სტუმარმა მოგვაწოდა ინფორმაცია, ამჟამად საქართველოს ხელისუფლება მუშაობს კონცეფციაზე, რომელშიც ღონისძიებათა მთელი კომპლექსი იქნება გათვალისწინებული ქვეყნის გზებზე მდგომარეობის გამოსასწორებლად.
სტუმარი: ირაკლი იზორია – ექსპერტი საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, ა/ო „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
