სოციალური ღია სტუდი - არტფესტივალი უსინათლოებისთვის I 06.11.2024
სოციალური ღია სტუდი - არტფესტივალი უსინათლოებისთვის I 06.11.2024

ჩვენ განვახორციელეთ პროექტი, რომლის მეშვეობით უსინათლო ადამიანებს საშუალება აქვთ „ნახონ“ ფილმი, ასევე უსინათლოებისთვის გავახმოვანეთ ცნობილი მხატვრების ცნობილი ტილოები – განაცხადეს გადაცემის სტუმრებმა.

ამჟამად ვამზადებთ უსინათლო ხელოვანთა გაერთიანებას და მათი მონაწილეობით არტფესტივალის გამართვას. ფესტივალი უახლოეს პერიოდში – დეკემბერში გვაქვს დაგეგმილი.

სტუმრები: თინათინ ბეკოშვილი – ა/ო „შშმპ მედიაპოზიტივის“ დამფუძნებელი და დირექტორი;  მარიკა ბარბაქაძე – ამავე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და დისკრიპტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: