3 დეკემბერს, 14 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოციალური კამპანიის „მე აქ ვარ“ ფარგლებში, გაიმართება საქველმოქმედო ღონისძიება რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის ინიციატივითა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მხარდაჭერით. დასწრება თავისუფალია.
სტუმრები: ქეთი მელქაძე – ღონისძიების ორგანიზატორი; სოფიკო კერესელიძე – აუტიზმის ეროვნული ცენტრის დირექტორი; თამარ მაყაშვილი – ღონისძიების წამყვანი; ლიზა დუგლაძე და ქეთო ჯანიაშვილი – აქციის აქტივისტები; ვენერა მილაძე – მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლის “სი-მი”-ს დამფუძნებელი
გადაცემის წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
გადაცემის პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.