1) საქართველოში პირველი მასშტაბური სპორტული ფესტივალი „სპორტფესტი“
ფესტივალი „სპორტფესტი“ დედაენის ბაღში მეხუთედ 21 და 22 სექტემბერს გაიმართება.
სტუმრები: რეზი პეტრიაშვილი – სპორტფესტის ორგაზატორი; ნინო პასიკაშვილი – ფეხბურთელი.
2) მარჯანიშვილის თეატრში წინასაპრემიერო მზადებაა
„დარტყმას“ რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი ნილ ლაბუტის ორი მონოპიესის მიხედვით დგამს.
სტუმარი: ვახო ჩაჩანიძე – მსახიობი.
3) ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემია
კონკურსი, რომელმაც უნდა გამოავლინოს ეთიკის ნორმების დაცვით მომზადებული ისეთი მედია პროდუქტი, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის კონფლიქტის, შერიგების და ნდობის აღდგენის პროცესის მიმართ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას.
სტუმრები: ეკა წივწივაძე – აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დირექტორი; ინა ბერულავა – ალექსანდრე ბერულავას და.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: