შუადღის პიკის საათი - 17.09.2024
შუადღის პიკის საათი - 17.09.2024

1) შემოდგომის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია – მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში, სადაც კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან კლასიკური მუსიკის მსმენელები

დიდი ისტორიის მქონე მუსიკალური დღესასწაული 21 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

სტუმარი: მაია კოკოჩაშვილი – ელისო ვირსალაძის კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზატორი.

 

2) წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს პირველი არხი ახალ გადაცემას – „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“ იწყებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას უპასუხებს.

სტუმარი: გიორგი გვიმრაძე – ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი.

 

3) ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ და მისი წლევანდელი მონაწილეები  

ფესტივალი 20 სექტემბერს დასრულდება.

სტუმრები: გიორგი ისაკაძე – ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ალექსანდრე ნებიერიძე – პიანისტი; ფესტივალის მონაწილე.