საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი საზღვარგარეთ დაუფლებული პროფესიის კვალიფიკაცია და დასაქმებაა. საზღვარგარეთ დასაქმებულთა სამუშაო, უმეტეს შემთხვევაში, დაბალკვალიფიციური, ხოლო სამუშაო პირობები საკმაოდ მძიმეა. ამის მიუხედავად, ქართველების უმეტესობისთვის საზღვარგარეთ დროებით მუშაობა კვლავ სასურველ პერსპექტივად აღიქმება.
ამ თემაში გვინდა დახმარება გავუწიოთ მათ ვინც მომავალში აპირებს უცხოეთში დასაქმებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის მხარდაჭერის ფარგლებში გაძლევთ საშუალებას ლეგალურად დასაქმდეთ. ორგანიზაცია ეხმარება კანდიდატს დამსაქმებელთან დაკავშირებაში, მუშაობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურების ორგანიზებაში.
გადაცემის სტუმარი: ციური ანთაძე – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
ჩართვები სკაიპით: შრომითი მიგრანტები ევროპიდან და ამერიკიდან.
ავტორი: ნანა ლომიძე.
წამყვანი: ია მახარაძე.