1. სიზმარში მოსული მუზები
ბითლზის, როლინგ სთოუნზის, ჯიმი ჰენდრიქსის და ბილი ჯოელის ცნობილი ჰიტები, რომლებიც, მათი ავტორების თქმით, ძილში სტუმრად მოსულმა მუზამ დააწერინა.
2. სიზმარი ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში
რისთვის სჭირდება ავტორს მხატვრულ ტექსტში პერსონაჟის სიზმარი?
სიზმარი ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაში;
ქართული მხატვრული ლიტერატურის ცნობილი პერსონაჟების, სიზმრები და მხატვრულ ტექსტში გამოყენებული სიზმრის დატვირთვა, რომელსაც მწერლის სათქმელის თავისებურებები, ან რომანის დაწერის კონტექსტი განაპირობებს;
აკაკი წერეთლის პოლიტიკური კონტექსტის გამო თავის დროზე გამოუქვეყნებელ ლექსში აღწერილი შამილის სიზმარი, როგორც ფროიდის სიზმრის თეორიის ფროიდამდელი გამოვლინება
სტუმარი: ანა დოლიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
3. ფროიდის სიზმრის თეორია
ფროიდამდელი ხალხური წარმოდგენები სიზმრის ფენომენზე, რომლებიც მითოპოეტურ აზროვნებას ემყარებოდა;
ფროიდის მიერ „დაჭერილი“ სიზმრისეული სურათხატების ლოგიკა და სიზმარი, როგორც ფსიქიკური ინსტანცია, სადაც პიროვნების ფსიქიკის ფორმირება ხდება;
სიზმრის ფორმირების მექანიზმისა და ფსიქონევროტული სიმპტომების ფორმაციის, წამოცდენების, მახვილსიტყვიერებისა და შემოქმედებით აზროვნების ფროიდისეული ურთიერთმიმართება და სიზმრის ინტერპრეტაციის მეთოდი, როგორც შემოქმედებითი პროცესების, სოციოკულტურული, ან ყველა იმ ფენომენის ინტერპრეტაციის ინსტრუმენტი, სადაც არაცნობიერი, ირაციონალური ლოგიკა მონაწილეობს.
სტუმარი: გიგა მამინაშვილი – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის დოქტორი
4. თამარ დადიანიძის რუბრიკა – „არტნიუსი“
- „თბილისის წიგნის დღეებს“ ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი მასპინძლობს;
- მამუკა ცეცხლაძის გამოფენა – „პოკერის სახე“;
- შოთა იმერლიშვილის პერსონალური გამოფენა საქართველოს ხელოვნების სასახლეში.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: