#სახლისკენ – წიგნის თაროსთან „ჩასაფრებული“ შავი დრაკონი
ბავშვობაში წაკითხული პირველი წიგნის შინაარსთან ერთად დავიწყებული სათაური და მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩენილი, ყდაზე დახატული, ხმლიანი დრაკონი; გადამალული „ბაციკუკუ“ და უთვალავჯერ წაკითხული „განძის კუნძული“ და „შავი ისარი“; ჟიულ ვერნისა და მაინ რიდის კრებულებთან ერთად გატარებული ზაფხულები; მისაბაძ პერსონად და ლიტერატურულ კერპად ქცეული პირველი პერსონაჟი ბეიკერ სთრითიდან; ბავშვობაში წარმოსახვით მეგობრებად და თანამგზავრებად, ზრდასრულობაში კი ანტიდეპრესანტად ქცეული გმირები შორეული სკანდინავიიდან; თავის დროზე დაწუნებული და მოგვიანებით აღიარებული მწერლები; წიგნები, რომლებთანაც ადრე თუ გვიან ლიტერატურის სიყვარულს აუცილებლად და თავისთავად მიჰყავს მკითხველი;
სატელეფონო ჩართვა – მწერალი ტორესა მოსი.

