#სახლისკენ - ცნობილი უცნობი ქართველები
#სახლისკენ - ცნობილი უცნობი ქართველები
  • ქართველი მხატვრის ჰოლანდიური პალიტრა: გაიცნობთ ქართველ მხატვარს, რომელიც 2001 წლიდან ჰოლანდიაში ცხოვრობს, შემუშავებული აქვს აკრილის, აეროზოლის საღებავებით საკუთარი შერეული ტექნიკა, ჰოლანდიაში აწყობს პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენებს და თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის აუქციონებსა და გალერეებთან;
  • ქართველი გოგონას წარმატება ინგლისში: შეიტყობთ, თუ როგორ შეძლო საფრანგეთში დაბადებულმა და ინგლისში გაზრდილმა 24 წლის გოგონამ(რომელიც არა მარტო მომღერალი და მევიოლინეა, არამედ სიმღერებსაც წერს), ქართული ფესვების შენარჩუნება. გაიგებთ, თუ რა სახის ქველმოქმედებას ხმარდება მის მიერ რეკლამებსა და ვიდეოკლიპებში აღებული ჰონორარი და რამდენად მნიშვნელოვანია მომღერლისთვის ინგლისში გამართულ სხვადასხვა საქველმოქმედო საღამოში, მათ შორის – ბრიტანეთის პარლამენტში ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
  •  ვალენსიელი ქართველი მწვრთნელი და მისი ჩემპიონები: შეხვდებით ესპანეთში მცხოვრებ ქართველ მოკრივეს, მძიმე წონით კატეგორიაში 2006 წლის საქართველოს ჩემპიონს, მწვრთნელს, რომლის სამი მოსწავლე ესპანეთის ჩემპიონი გახდა და შეიტყობთ, თუ რატომ არის მიმზიდველი მისი კლუბი (Club boxeo moncada) ყველა ასაკის ადამიანის, მათ შორის – ქალბატონებისთვის;
  •  ფსიქოლოგების აღლუმი: მუსიკა წინასაახალწლო განწყობილების შესაქმნელად.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: