#სახლისკენ -  გამჭოლი (შე)მოქმედება
#სახლისკენ - გამჭოლი (შე)მოქმედება

1. FM ნავიგატორი – სად ვეძებოთ საჭირო ინფორმაცია ინტერნეტში მაშინ, როცა ისეთ პოპულარულ საძიებო სისტემას, როგორიც Google-ია, პრობლემები ექმნება და რა ალტერნატიული რესურსები არსებობს გლობალურ ინტერნეტში? რომელი ფილმისთვის უწინასწარმეტყველებენ ამერიკის კონოაკადემიის კიდევ ერთ ჯილდოს ორგზის ოსკაროსან ფრენსის მაკდორმანს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ Vogue-ის გარეკანზე უმაკიაჟოდ გამოჩნდა? რა რეზონანსი მოჰყვება ინგლისელი მოცეკვავის, მომღერლისა და მსახიობის, ტალია დებრეტ ბარნეტის (FKA twigs) მიერ ამერიკელი მსახიობის, შაია ლაბუფის დადანაშაულებას ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, რაზეც მუსიკოსმა New York Times-ს უამბო?

2. ონლაინ რამპის ჩირაღდნები – თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი პანდემიის მიუხედავად მაყურებლისა და გულშემატკივრების მოლოდინს ქართული და უცხოური თეატრალური წარმოდგენების უფასო ონლაინ ჩვენებით პასუხობს. როგორია ფესტივალის საერთაშორისო და ქართული პროგრამა და რომელი სპექტაკლი როდის იქნება წარმოდგენილი?

3. ოკეანის გაღმა ნაპოვნი საკუთარი თავი – მიზანდასახული და მოტივირებული ახალგაზრდა, რომელსაც საკუთარი თავის ძიებისა და წარმატებისკენ მიმავალმა გზამ ოკეანე გადაალახვინა და აპოვნინა ძალა, სრულიად ახალი ცხოვრება დაეწყო აშშ-ში, „შესაძლებლობების ქვეყანას“ რომ უწოდებენ და სადაც, როგორც გასული საუკუნის 20-იან წლებში საქართველოდან ბედის საძებნელად წასული გიორგი პაპაშვილი წერდა, „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

4. მუსიკალური კალენდარი – რომელი ცნობილი არტისტების შვილი, 8 წლის გოგონა მოხვდა გრემის დაჯილდოების ნომინანტებს შორის? ებრაული წარმოშობის არტისტების კომპოზიციების „ქავერები“, რომლებიც ჰანუკას დაწყებას უკავშირდება; როგორ დაეხმარა ჯონ ლენონისგან მიღებული რჩევები ჯორჯ ჰარისონს სიმღერების შექმნაში?

5. აღმოაჩინე ამერიკა – თორნიკე ბერიშვილის რუბრიკა აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონის უახლესი ამბებით.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: