#სახლისკენ - ვიტამინები წიგნის ფურცლებში, ანუ ჩვენი ბავშვობის წიგნები
#სახლისკენ - ვიტამინები წიგნის ფურცლებში, ანუ ჩვენი ბავშვობის წიგნები

სიტყვები, რომლების მნიშვნელობის გაგებაც ბავშვობაში დამოუკიდებლად წაკითხულ პირველ წიგნს უკავშირდება; რა ხიბლი აქვს ერთხელ უკვე წაკითხული დეტექტივის ხელმეორედ წაკითხვას? რომელ აღიარებულ, მსოფლიოში ცნობილ საბავშვო წიგნებს ეყოლება მკითხველი ყოველთვის? რა გავლენას ახდენს მწერლისადმი დამოკიდებულებაზე ბავშვობაში არასწორ დროს წაკითხული წიგნი? როგორია განცდა, როცა აღმოჩნდები გარემოში, ან სიტუაციაში, რომლის შესახებაც დიდი ხნის წინ წიგნში წაგიკითხავს და რა უფრო მეტია: კონკრეტული ისტორიული ნაგებობის შესახებ გუგლიდან მიღებული ინფორმაცია, თუ მასთან დაკავშირებული, მხატვრულ ტექსტში აღწერილი ისტორია? თავისი ბავშვობის წიგნებზე, მათთან დაკავშირებულ ისტორიებზე, მათგან გამოწვეულ ემოციებზე და შთაბეჭდილებებზე გიამბობთ გადაცემის სტუმარი, ჟურნალისტი, გამომცემლობების „ინტელექტი“ და „არტანუჯი“ პიარ მენეჯერი მარიკა ბაკურაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: