თანამედროვეობის უდიდესი დირიჟორი – დანიელ ორენი თბილისის ოპერის სცენაზე ორ კონცერტს – 10 და 14 ნოემბერს, 20:00 საათზე გამართავს. 10 ნოემბერს შესრულდება ვერდის „რეკვიემი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სახელგანთქმული ქართველი მომღერლები – იანო ალიბეგაშვილი, ნინო სურგულაძე, ოთარ ჯორჯიკია, გიორგი ანდღულაძე. 14 ნოემბერს კი აჟღერდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის N9 სიმფონია, იანო ალიბეგაშვილის, ნინო სურგულაძის, გიორგი ანდღულაძის და არმაზ დარაშვილის შესრულებით. კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი.
სატელეფონო ჩართვა: იანო თამარი (ალიბეგაშვილი) – სოპრანო