„მედიცინა ძველ თბილისში“: ასე ეწოდება კვლევას და წიგნს, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა. კვლევა 1866 წლიდან 1901 წლამდე პერიოდს მოიცავს, დამუშავებულია სამედიცინო ხასიათის პუბლიკაციები გამოცემებიდან „დროება“ და „ივერია“ და მრავლადაა სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები და ისტორიები. შეიტყობთ, თუ რა სახის ცნობები გვხვდება ამ პერიოდის ქართულ პრესაში ძველი თბილისის საავადმყოფოებისა თუ კერძო მკურნალების შესახებ;
ძველი თბილისის კრიმინალური ქრონიკა: გაიგებთ, თუ ვინ იყვნენ ძველი თბილისის დამნაშავენი,რა სახის კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდნენ ისინი, როგორ ხდებოდა მათი დასჯა და რა დოკუმენტების მეშვეობით შემორჩნენ ისტორიას.;
ძველი თბილისის ფასადები: შეგახსენებთ, თუ როგორი იყო ძველი ქალაქის ფასადური კულტურა, როდის დაიწყო თბილისის სამოქალაქო არქიტექტურაში ქანდაკოვანი და ნაძერწი ელემენტების დამკვიდრება, რაზე მოგვითხრობს მასკარონების გროტესკული სამყარო.
რუბრიკა „ბიზნესპარტნიორი სახლისკენ“.
მუსიკალური აღლუმი: სიმღერები თბილისზე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: