#სახლისკენ -  სკოლის შემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის
#სახლისკენ - სკოლის შემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის. პროექტის მიზანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირება. პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მონაწილეთა სასწავლო თუ საცხოვრებელი ხარჯების სრულ უზრუნველყოფას, როგორც მომზადების პერიოდში, ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შემდეგ.

აღნიშნულ პროგრამაზე გადაცემაში „სახლისკენ“ თსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის უფროსმა, პროგრამის კოორდინატორმა – გიორგი გრიგოლაშვილმა ისაუბრა.