#სახლისკენ - 21 ივნისი ფრანსუაზა საგანის დაბადების დღეა
#სახლისკენ - 21 ივნისი ფრანსუაზა საგანის დაბადების დღეა

ფრანსუაზა კუარეზი (Françoise Quoirez). XX საუკუნის ფრანგი ნოველისტი, რომანისტი და დრამატურგი ქალი 1935 წელს ქალაქ კაშარკეში, ბურჟუაზიულ ოჯახში დაიბადა. სახელი მსოფლიო ლიტერატურაში არაერთი მნიშვნელოვანი ნამუშევრით დაიმკვიდრა. განსაკუთრებული ადგილი მის შემოქმედებაში ისეთმა ნაწარმოებებმა დაიკავა, როგორებიცაა – „შვედური ციხე-კოშკი“ („Château en Suède“, 1960, დაიდგა თეატრ ატელიეში); „ხანდახან ვიოლინოები“ („Les Violons parfois“, 1961, დაიდგა ჟიმნაზის თეატრში); „გულწრფელი ცხენი“, (1967, თეატრ ატელიეში დაიდგა) „როიალი ბალახში“ („Un Piano dans l’herbe“, 1970, თეატრ ატელიეში დაიდგა). მის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესაა „ვალენტინის იასამნისფერი კაბა“. გადაცემაში „სახლისკენ“ ფრანსუაზა საგანის მნიშვნელობაზე მსოფლიო ლიტერატურაში ისაუბრა მთარგმნელმა ზაალ ჩხეიძემ.

  

დატოვე კომენტარი