#სახლისკენ - შავად მღელვარი ფიქრის მხედარი
#სახლისკენ - შავად მღელვარი ფიქრის მხედარი

რა გავლენა მოახდინა მე-19 საუკუნის დასაწყისში არსებულმა ისტორიულმა ვითარებამ იმაზე, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი, როგორც მოვლენა ქართულ მწერლობაში, თანამედროვეებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს? ესმოდათ თუ არა მის თანამედროვეებს, რისი თქმა სურდა „მერანის“ ავტორს და რამ აქცია ის მწერლად, რომელმაც თავისი ეპოქის ქართულ ლიტერატურაში ახალი სიტყვა თქვა? რას გვიყვებიან პოეტის ცხოვრებაზე მისი პირადი წერილები? ნაკლებად ცნობილი ისტორია იმაზე, თუ როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს დუელში ბიძა-დისწული და როგორ იქცა ხუმრობად ამბავი, რომელსაც შესაძლოა ტრაგიკული დასასრული ჰქონოდა? 4 დეკემბერი ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეა;

სტუმარი – მიხეილ ჩიკვილაძე, პირველი არხის ტელესკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: