#სახლისკენ - ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმიდან დაკარგული ნამუშევრები
#სახლისკენ - ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმიდან დაკარგული ნამუშევრები

1993-94 წლებში ელენე ახვლედიანის სახელობის სახლ-მუ­ზეუმიდან დაიკარგა ფერწერული ტილოები: „პარიზის კუთხე“ (1926 წ.), „თელავი“ (1927 წ.) და „ქართული პეიზაჟი“ (1926 წ.), რომლებიც 1997 წელს გამტაცებლებმა დააბრუნეს (მუზეუმის კართან დატოვეს). დღემდე ეძებენ გრაფიკულ ნამუშევრებს: „ძველი თბილისი“, „ძველი თბილისის აღმართი“, „ძველი თბილისის არქაიკა“, „დახლთან“, ლადო გუდიაშვილის „მიმინო“ (1927 წ.) და პიკასოს „ქალის თავი“ (1927 წ.). ეს გრაფიკული ნამუშევარი ელენე ახვლედიანს პარიზში პაბლო პიკასომ აჩუქა.რა ვითარებაში დაიკარგა ეს ტილოები და რატომ უნდა ვიზრუნოთ მათ დაბრუნებაზე დღესაც?

სატელეფონო ჩართვა: ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის კურატორი, ხელოვნებათმცოდნე თამილა თევდორაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: