#სახლისკენ - საქართველოს რადიო 94 წლისაა
#სახლისკენ - საქართველოს რადიო 94 წლისაა

94 წლის წინ, 23 მაისს საქართველოს რადიომ მაუწყებლობა დაიწყო. იმდროინდელი პრესა წერდა: „დადგა სულ ახალი ხანა – წარმოიდგინეთ ჩვენი მთიულები, თუშ-ფშავ-ხევსურები, სვანები და სხვები, რომელთაც შეძლება მიეცათ არ მოსწყდნენ ცხოვრებას, ყოველდღე მიიღონ ცნობები, თუ რა ხდება მსოფლიოში, მოისმინონ კონცერტები თავის ქოხში და ა.შ. აშკარაა, როგორ დახმარებას გაუწევს განათლებას რადიოტელეფონი. რადიო შლის ჩვენს წინაშე საოცნებო პერსპექტივებს, უკვე დაწყებულია ცდები და მოსალოდნელია ახლო მომავალში, რომ ჩვენ შეგვეძლება გარდა ლაპარაკისა იმ პირთაგან, რომელიც მოშორებულია ათასეული ვერსის მანძილზე, მისი დანახვაც“. თავისი არსებობის მანძილზე რადიოში ერთმანეთს ცვლიდა თაობები, რომლებიც რადიოს ისტორიას ქმნიდნენ. გადაცემის სტუმრები – ჟურნალისტები მზია გოგნიაშვილი, ილია მხეიძე, ლიკა ხორბალაძე, გიორგი ხუციშვილი, ხმის რეჟისორი ინგა გურგენაძე რადიოსთან დაკავშირებულ საკუთარ ისტორიებზე საუბრობენ.