„პიკის საათი“ – საახალწლო განწყობისთვის: საქართველოს რადიოს დილის გადაცემა „პიკის საათი“ მსმენელებს მუდამ მრავალფეროვან თემებს სთავაზობს – საინტერესო სტუმრებით და სიუჟეტებით, გემოვნებიანი მუსიკით; უქმნის დადებით ემოციას და ყოველთვის ცდილობს, არ გამორჩეს მთავარი მოვლენები. ამ ყველაფრის უკან კი თავდაუზოგავი შრომა და სიყვარულია. როგორი იყო განვლილი წელი შემოქმედებითი ჯგუფისთვის და რას გეგმავენ სამომავლოდ?
ქართული მრავალხმიანობის ფენომენი: საქართველოს რადიოს გადაცემები „ჩაკრულო“ და „ხალხური სიმღერის გაკვეთილები“ ხელს უწყობს ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაციას და კიდევ ერთხელ აზიარებს მსმენელს ლეგენდად ქცეული მომღერლების ხელოვნებას, ასევე სთავაზობს მათ შემოქმედებით პორტრეტებს, თითოეული სიმღერის წარმოშობის ამბავს, ხალხური პოეზიის ნიმუშებს. როგორ ჩაიარა განვლილმა წელიწადმა შემოქმედებითი თვალსაზრისით და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ 2021-ში?
უცნობი მუსიკა კახა თოლორდავასთან ერთად: საქართველოს რადიოს გადაცემა „უცნობი მუსიკა“ წარმოაჩენს კავშირს მუსიკასა და იმ საზოგადოებების მსოფლმხედველობას შორის, რომლის სიღრმეშიც ის იქმნებოდა, რის შედეგადაც უფრო თვალნათელი ხდება ამა თუ იმ მუსიკალური ფენომენის წარმოქმნის მიზეზები. რით იყო მნიშვნელოვანი 2020 წელი მუსიკალური სამყაროსა და გადაცემის ავტორისთვის?
მუსიკალური აღლუმი: „კეთილი“ სიმღერები.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: