#სახლისკენ - როგორ შეუწყობს ხელს ქართველ მეცნიერებს Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა
#სახლისკენ - როგორ შეუწყობს ხელს ქართველ მეცნიერებს Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა

განათლების რეფორმის ფარგლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ბაზას – Elsevier-ს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება, რომლის ფარგლებში Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა საქართველოში აკრედიტირებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, კვლევით ცენტრებს შეუფერხებლად ექნება. იმის შესახებ,თუ როგორ შეუწყობს ხელს ეს თანამშრომლობა ქართველ მეცნიერებს, გადაცემაში ტელეფონით საუბრობს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ზვიად გაბისონია.