#სახლისკენ - როგორ აღმოაჩინეს დაკარგულმა ველომოყვარულებმა ხევსურეთი
#სახლისკენ - როგორ აღმოაჩინეს დაკარგულმა ველომოყვარულებმა ხევსურეთი

არსებობს ადგილები, რომლებიც პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებთან შედარებით არა მარტო ძნელად მისადგომი, რთულად მისაგნებიცაა და ზოგჯერ, შესაძლოა, მათი მონახულება მსუბუქი გასეირნების ნაცვლად, ფათერაკებს უკავშირდებოდეს. ასეთ მოგზაურობას ხშირად ახლავს დაუგეგმავი და ამაღელვებელი თავგადასავალი მოგზაურისათვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით, მითუმეტეს თუ სამსახური შესაძლებლობას აძლევს, სამუშაო დრო მთლიანად ჰობის დაუთმოს. რისი ცოდნა სჭირდება ტურის დაგეგმვისას ველომოყვარულს, რისთვის უნდა იყოს მზად და როგორ უნდა მოიქცეს, თუ გაუთვალისწინებელ, არც ისე სასიამოვნო მოულოდნელობას გადააწყდება? მოისმინეთ ველომოყვარული მეგობრების ხევსურეთში დაკარგვისა და მშვიდობიანად დაბრუნების ისტორია, რომელსაც გადაცემის სტუმარი ირაკლი ჩარგეიშვილი გიამბობთ.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: