#სახლისკენ - რეპრესირებული ხელოვნება
#სახლისკენ - რეპრესირებული ხელოვნება
  • პეტრე ოცხელი: 1937 წელს ადამიანთა დაპატიმრებამ, დახვრეტამ, გადასახლებამ კულმინაციას მიაღწია. რეპრესიებს შეეწირა მხატვარი, სცენოგრაფი პეტრე ოცხელიც, რომელიც რეჟისორ კოტე მარჯანიშვილთან ერთად ქართული თეატრის აღორძინების მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. როგორი იყო მისი შემოქმედებითი ცხოვრების გზა დაპატიმრებამდე?
  • ევგენი მიქელაძე: ლეგენდარული ქართველი დირიჟორის ევგენი მიქელაძის მოღვაწეობის პერიოდში, მისი ძალისხმევით, გაძლიერდა და შესამჩნევად დაიხვეწა საქართველოს სიმფონიური ორკესტრის რეპერტუარი, გაიზარდა საზოგადოების ინტერესი ეროვნული მუსიკის მიმართ. როგორია მისი ხანმოკლე ცხოვრების და მოღვაწეობის ქრონიკა და რატომ ეწია მას რეპრესირებულ ქართველ ხელოვანთა ბედი?
  • რეპრესიები რუსთაველის თეატრში: 30-იანი წლების რეპრესიებს ვერც რუსთაველის თეატრი გადაურჩა. როგორ მუშაობდა დიდი ტერორის პერიოდში დაშინება-დაბეზღების მექანიზმი და ვინ შეეწირა რეპრესიებს სანდრო ახმეტელთან ერთად?
  • აფიშა: კულტურის სიახლეები თამარ დადიანიძესთან ერთად.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: