#სახლისკენ - რასიზმი და დისკრიმინაცია თანამედროვე თვალთახედვით I 14.10.2022
#სახლისკენ - რასიზმი და დისკრიმინაცია თანამედროვე თვალთახედვით I 14.10.2022

1) 1964 წლის 14 ოქტომბერს მარტინ ლუთერ კინგს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა

მარტინ ლუთერ კინგმა გასული საუკუნის 60-იანი წლებში დიდი წვლილი შეიტანა მნიშვნელოვანი კანონის მიღებაში, რომელიც მიმართული იყო საზოგადოებრივ ადგილებში სეგრეგაციის დასრულებისა და რასის, ფერის, რელიგიის, თუ სქესის მიხედვით დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

სტუმარი: გიორგი ლაბაძე, ამერიკისმცოდნე, თსუ-ს დოქტორანტი.

 

2) დისკრიმინაციის სამართლებრივი რეგულირება

დისკრიმინაციული ქმედების მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა ითვლება დისკრიმინაციად და როგორ გამოვიყენოთ კანონი საკუთარი თავისა თუ გარშემომყოფი ადამიანების დასაცავად.

სტუმარი: ნინო მუხადგვერდელი, იურისტი, მკვლევარი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი.

 

3) გელა ჩარკვიანის წიგნი – „გაუგე“

  • პიტერ პომერანცევის წიგნის „ეს არ არის პროპაგანდა – მოგზაურობა ომში რეალობის წინააღმდეგ“, – პრეზენტაცია;
  • გელა ჩარკვიანის წიგნის „გაუგე“ წარდგენა;
  • რიტა ხაჩატურიანის გამოფენა „სერენგეტი“ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.

ავტორი: თამარ დადიანიძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: