#სახლისკენ - ქართულის კინოს რეტროსპექტივაზე მწერლის მოგონებების თანხლებით
#სახლისკენ - ქართულის კინოს რეტროსპექტივაზე მწერლის მოგონებების თანხლებით
  • FM ნავიგატორი – ინსტაგრამი კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს; როგორი იქნება Facebook-ის, ასევე Twiter-ის ახალი საინფორმაციო პოლიტიკა ამის გათვალისწინებით? მოახერხებს თუ არა Facebook-ი ისეთი პროდუქტის შექმნას, რომლის დახმარებითაც ადამიანის ტვინის ნეირონული აქტივობის სიტყვებად „თარგმნას“ შეძლებს; რა ეთიკური პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს კომპანია ამ პროექტის განხორციელების პროცესში და შესაძლებელი იქნება თუ არა მისი დახმარებით პერსონალური კომპიუტერის მართვა ფიზიკური კონტაქტის გარეშე? რა არალეგალური მარკეტინგული ხერხების გამოყენებისთვის დააჯარიმა საფრანგეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტომ Google და Amazon-ი? ვის მიანიჭა BBC-მ 2020 წლის სპორტის ვარსკვლავის წოდება და რომელი სპორტსმენები უწევდნენ კონკურენციას BBC-ის რჩეულს?
  •  აღმოაჩინე ამერიკა – საპრეზიდენტო მარათონის პერიპეტიები თორნიკე ბერიშვილის რუბრიკაში;
  •  ქართული კინო 100 წლის წინ – როგორი იყო გასული საუკუნის 20-იან წლებში ქართული კინო და რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ პერიოდს ქართული კინოს მომავალი განვითარებისთვის?
  •  ჩვენი ბავშვობის წიგნებიპარასკევობით გადაცემის სტუმარი თავისი ბავშვობის წიგნებზე, მათთან დაკავშირებულ ისტორიებზე, მათგან გამოწვეულ ემოციებზე გიამბობთ. გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს, რომლებიც მასზე დიდი ხნის წინ წაკითხულმა ტექსტმა მოადინა და როგორ იცვლება ბავშვობის წიგნის მიმართ დამოკიდებულება დროთა განმავლობაში.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: