#სახლისკენ -  ქართულ-გერმანული სამეცნიერო  სამუსიკო ექსპედიცია
#სახლისკენ - ქართულ-გერმანული სამეცნიერო სამუსიკო ექსპედიცია

12-22 ივლისს აჭარის, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობისა“ და გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტის ინიციატივით სამეცნიერო-სამუსიკო ექსპედიცია ტარდება. ექსპედიცია ხორციელდება გერმანული სამწლიანი (2018-2021) პროექტის „ტრადიციული ქართული ვოკალური მუსიკის კომპიუტერული ანალიზი“-ს (Computational Analysis of Traditional Georgian Vocal Music) ფარგლებში, რომელსაც „გერმანული კვლევის ფონდი“ (German Research Foundation) აფინანსებს. პროექტის მთავარი მიზანი უნიკალური ქართული ტრადიციული სიმღერების ახალი ტექნოლოგიებით დოკუმენტირებაა. თემის დეტალებზე ექსპედიციიდან ტელეფონით საუბრობს -ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი –  ნანა მჟავანაძე.