#სახლისკენ - ქალაქში გაბნეული ისტორია / მთაში დაკარგული ბილიკი
#სახლისკენ - ქალაქში გაბნეული ისტორია / მთაში დაკარგული ბილიკი
  • FM ნავიგატორი – როგორ დასდევდა ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კამერა ფეხბურთის ბურთის ნაცვლად მსაჯის მელოტ თავს? როგორ დაეხმარება MIT-ის მკვლევარების მიერ შექმნილი აპლიკაცია ახალი კორონავირუსით დაავადებული უსიმპტომო პაციენტების გამოვლენაში მათი ხველების თავისებურებების გაანალიზების საფუძველზე? რა ეღირება ახალი კორონავირუსის გამოსავლენი ჩასაბერი ტესტი და როგორ იმუშავებს ის?
  •  ბათუმის ისტორია ფრაგმენტებში – ხშირად კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ერთობლიობაზე მეტად წარსულის დეტალები და მათთან დაკავშირებული ადგილები უფრო მეტად გვაახლოებს ამა თუ იმ ქალაქთან, ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას მის მიმართ, მატებს ინტერესს და ამდიდრებს შთაბეჭდილებებს. ბათუმსაც აქვს ისტორიები, რომლებიც ზღვის მზიან სანაპიროსთან და თანამედროვე შენობებთან ერთად ამ ქალაქს განსკუთრებულ ხიბლს სძენს;
  •  აღმოაჩინე თავიდან, ანუ რაც არ გინახავს საქართველოში, მაგრამ აუცილებლად უნდა ნახო, სანამ საზღვარგარეთ წახვალ. სამშაბათობით გიამბობთ ადგილებზე, რომლებიც პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებთან შედარებით არა მარტო ძნელად მისადგომი, რთულად მისაგნებიცაა და, შესაძლოა, არც თუ იშვიათად მათი მონახულება მსუბუქი გასეირნების ნაცვლად, ფათერაკებს უკავშირდებოდეს, ტურისტისგან კი, გარკვეულ გამბედაობასთან ერთად, სათანადო ფიზიკურ მომზადებასაც მოითხოვდეს. ასეთ მოგზაურობას ხშირად ახლავს დაუგეგმავი და ამაღელვებელი თავგადასავალი, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას უტოვებს მოგზაურს. მოისმინეთ ველომოყვარული მეგობრების ხევსურეთში დაკარგვისა და მშვიდობიანად დაბრუნების ისტორია;
  •  მუსიკალური კალენდარი – მოისმენთ დევიდ ბოუის და ქუინის პოპულარული კომპოზიციის სრულიად ახალ არანჟირებას სამხრეთ კორეელი ვოკალისტის და ამერიკელი ქანთრის შემსრულებლისგან; ასევე მოგიყვებით მე-16-ე საუკუნის ინგლისურ ბალადაზე დაფუძნებული პოპულარული სიმღერის ისტორიას, რომლის შესახებაც უფრო მეტი ლეგენდა არსებობს ვიდრე ჩანაწერის ვერსია და რომელიც ცნობილი არტისტების მიერ ყველაზე ხშირად არის გადამღერებული;
  •  აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონის პერიპეტიებს გიამბობთ თორნიკე ბერიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: