სამხატვრო აკადემიაში სწავლის ხანმოკლე პერიოდი და პეტრე ოცხელის მასწავლებლები; 20 წლის „უდიპლომო“ მხატვარი და მისი სადებიუტო ნამუშევარი მუშათა თეატრის სპექტაკლისთვის „ცეცხლის გამჩაღებლები“; მიწვევა ახლად დაარსებულ ქართული დრამის თეატრში და „ურიელ აკოსტათი“ დაწყებული თანამშრომლობა კოტე მარჯანიშვილთან; პეტრე ოცხელის მიერ მოსკოვური თეტრისთვის გაფორმებული „ვერაგობა და სიყვარული“, „დიდება“, „ცხვრის წყარო“ და დებიუტი კინემატგრაფში ლეო ესაკიას ფილმისთვის „მფრინავი მღებავი“; ნოვატორული სიტყვა ქართულ ავანგარდისტულ სასცენო დიზაინში და დეკორაციების კონსტუქტივიზმთან ჰარმონიულად შერწყმული სასცენო კოსტუმები; მეგობრობა კონტრრევოლუციისა და ტერორისტული ორგანიზაციის ბრალდებით დაპატიმრებულ ხელოვანებთან და ბოლშევიკური რეჟიმისთვის მიუღებელი გამორჩეულობა და ინდივიდუალიზმი, რაც, სავარაუდოდ, ოცხელის დაპატიმრების მიზეზი გახდა;
სატელეფონო ჩართვა – მზია ჩიხრაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის ლექტორი, ხელოვნებათმცოდნე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: