რუსტამ რაზა 1782 წელს თბილისში, სომეხი ვაჭრის ოჯახში დაიბადა. აღა-მაჰმად ხანის საქართველოში შემოსევის დროს მისმა ოჯახმა სომხეთს შეაფარა თავი,საიდანაც რუსტამი მონებით მოვაჭრეებმა მოიტაცეს და ჯერ დაღესტანში, შემდეგ კი სტამბოლში გაყიდეს. ბოლოს ის ეგვიპტეში აღმოჩნდა, სადაც წარმოშობით ქართველმა მამლუქმა – ბეიმ იყიდა. ეგვიპტეში ფრანგების შეჭრის და მამლუქთა დამარცხების შემდეგ რუსტამ რაზა ნაპოლეონ ბონაპარტის სამსახურში აღმოჩნდა და თექვსმეტი წელი ერთგულად ემსახურა იმპერატორს. რუსტამ რაზას მემუარები პირველად საფრანგეთში გამოქვეყნდა- XIX საუკუნეში.
სატელეფონო ჩართვა: ნიკა ხოფერია – მემუარების ერთ-ერთი მთარგმნელი, ისტორიკოსი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: