#სახლისკენ - მუზეუმები და პანდემია
#სახლისკენ - მუზეუმები და პანდემია
  • უძველესი მუზეუმის თანამედროვე ცხოვრება: 1887 წელს დაარსდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური – მუზეუმთან ერთად. რა ისტორიას მოგვითხრობს აბრეშუმის მუზეუმში დაცული კოლექცია, როგორ ხდება დამთვალიერებელთან კომუნიკაცია პანდემიის პირობებში, რატომ გადაწყდა ამ პერიოდში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება და რას წარმოადგენს პროექტი – „ძველი იდეების ახალი ლექსიკონი“?
  • შერიფ ხიმშიაშვილის მუზეუმი: რა წვლილი მიუძღვის შერიფ ხიმშიაშვილს აჭარის საქართველოსთან შემოერთების საქმეში, რა ექსპონატებია დაცული მუზეუმში, რა სახის ღონისძიებები ტარდება და როგორ ისახება პანდემია მის ფუნქციონირებაზე?
  • ბოლნისის და ვანის მუზეუმები: ევროპის მასშტაბით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსოფლიო პანდემიის დროს ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა – ეროვნული მუზეუმის ბოლნისის რეგიონული და ვანის არქეოლოგიური მუზეუმები. რა მნიშვნელობა აქვს მათ გახსნას ქვეყნისთვის და რა წესების დაცვა უწევთ ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალი მუზეუმების დამთვალიერებლებს?
  • აფიშა: კულტურის სიახლეები თამარ დადიანიძესთან ერთად.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: