#სახლისკენ - მოგზაურობა საქართველოს ისტორიაში მაგელანის სრუტის გავლით საქართველოში ნამყოფი ცნობილი მუსიკოსების აკომპანიმენტის თანხლებით I 21.10.2022
#სახლისკენ - მოგზაურობა საქართველოს ისტორიაში მაგელანის სრუტის გავლით საქართველოში ნამყოფი ცნობილი მუსიკოსების აკომპანიმენტის თანხლებით I 21.10.2022

1) ცნობილი მუსიკოსები საქართველოში

ბილი ჯოელი, რეი ჩარლზი, იან გილანი, „ნაზარეთი“, სეზარია ევორა და სხვა ცნობილი მუსიკოსები, როგორც საქართველოს PR აგენტები;

მათი შთაბეჭდილებები და თავგადასავლები ჩვენს ქვეყანაში მათივე ჰიტების თანხლებით.

 

2) XVIII-XIX საუკუნეების საქართველო ბრიტანელი მოგზაურების ჩანაწერებში

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა – მთავარი ფაქტორი, რომელიც თანაბრად განაპირობებდა ქვეყნის მიმართ როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის საერო, სასულიერო, კომერციული და სამეცნიერო სფეროების წარმომადგენელთა ინტერესს;

საქართველოთი დაინტერესებული ბრიტანეთი და მისი გადაკვეთა რუსეთის იმპერიულ მიზნებთან კავკასიაში;

გენერალ მაკგრეგორის მოსაზრება ბრიტანეთისთვის კავკასიის/საქართველოს მნიშვნელობაზე რუსეთის იმპერიის აქტიურობის ფონზე და გეოპოლიტიკური თამაშები ოსმალეთისა და სპარსეთის მონაწილეობით კავკასიაში რუსეთის გავლენის შესამცირებლად XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე.

სატელეფონო ჩართვა: ივანე მენთეშაშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, მთარგმნელი, ეროვნული მუზეუმის მეცნიერთანამშრომელი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

3) ფრიდრიხ პაროტის მოგზაურობა მე-19 საუკუნის საქართველოში 

რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომის, გერმანელი ექიმის, ნატურალისტის, მოგზაურისა და ალპინისტის ფრიდრიხ პაროტის ოცნება არარატის მთის მონახულებაზე, სომხეთში შავი ჭირის ეპიდემიის გამო შეფერხებული ექსპედიცია, მოგზაურობა საქართველოში, გერმანული დასახლებების აღმოჩენით გამოწვეული ემოციები, თბილისური ცხოვრების სტილის არც მაინცდამაინც სახარბიელო შეფასება, კახეთი და კახელი არისტოკრატით აღტაცება, მოგვიანებით კი საინტერესო საკითხავ წიგნად ქცეული შთაბეჭდილებები პირველ სამეცნიერო ექსპედიციაზე, რომელიც მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიაში საბუნებისმეტყველო და მეტეოროლოგიური კვლევების ჩატარებას

სტუმარი: თამარ კოტრიკაძე – ფრიდრიხ პაროტის წიგნის მთარგმნელი

 

4) არტემ ალაბულიანცის სოლო-გამოფენა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში

  • ჯგუფური გამოფენა „დავიწყებული მოგონებების ველი“ გალერეაში 4710;
  • წიგნის – „სოციალისტური საქართველოს შენება“ – წარდგენა;
  • დიმიტრი დიმიტრიადისის „ვკვდები, როგორც ქვეყანა“ – პრემიერა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე;
  • ქართული კინოს რეტროსპექტივა მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ავტორი: თამარ დადიანიძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: