#სახლისკენ -მეხსიერების დრამატურგია
#სახლისკენ -მეხსიერების დრამატურგია

1. FM ნავიგატორი – რა სარგებლობა მოაქვთ ღამურებს და როგორი სოციალური ქცევა გამოვლინეს, როცა ექსპერიმენტის მიზნით მკვლევარებმა ზოგიერთი ინდივიდი გადამდები ინფექციით დაასნებოვნეს? რატომ დააკავა ჩინეთის პოლიციამ კაცი, რომელმაც მოქალაქეებს საცხოვრებელი კორპისის 30-ე სართულიდან დიდი რაოდენობით ბანკნოტები დააყარა თავზე? როგორ ასწავლა რობოტიკის სპეციალისტმა ჰანს ფორსბერგმა საკუთარ ეზოში მცხოვრები ველური კაჭკაჭების ოჯახს ნარჩენების შეგროვება? რაზე მოგვითხრობს ფილმი Songbird, რომელიც მალე გამოვა ეკრანებზე და რა ბედი ეწევა ფილმის პერსონაჟების კარანტინში მოხვედრილ შეყვარებულ წყვილს;

2. სიახლე დრამატურგიით დაინტერესებული ადამიანებისათვის – ყველა ეპოქის (ანტიკური ხანიდან მოყოლებული დღემდე) კლასიკური და თანამედროვე დრამატურგიის ელექტრონული ბაზა, რომელიც 800 – მდე უცხოელი და ქართველი ავტორის პიესას აერთიანებს, დრამატურგიის მოყვარულებისათვის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იქნება ხელმისაწვდომი. „მსოფლიო დრამატურგიის ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე“

3. აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონის პერიპეტიებს გაგაცნობთ თორნიკე ბერიშვილი

4. „ოქროს საწმისი“ 50 წლის შემდეგ – არგონავტების მითით შთაგონებული ექსპედიცია, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების ჯგუფი ერთი იდეის გარშემო გააერთიანა და ეკიპაჟის წევრებს შორაპნიდან ფოთამდე ხომალდ „ოქროს საწმისით“ მოგზაურობის დაუვიწყარი დღეები დაუტოვა სახსოვრად;

5. ჩვენი ბავშვობის წიგნები – ბავშვობაში წაკითხული რომელი წიგნები გვამახსოვრდება განსაკუთრებულად? რა ახდენდა ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას და ფერმკრთალდება თუ არა ბავშვობის ემოცია დროთა განმავლობაში; იცვლება თუ არა თაობიდან თაობამდე ერთი და იმავე ნაწარმოებისადმი დამოკიდებულება და რატომ გვინდება ბავშვობაში წაკითხული ტექსტის ზრდასრულ ასაკში წაკითხვა, ან პირიქით – რამ შეიძლება აგვიცრუოს გული წიგნზე; განსხვავდება თუ არა ბავშვობის წიგნები თაობიდან თაობამდე?

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: