#სახლისკენ - კეთილი მგზავრობა!
#სახლისკენ - კეთილი მგზავრობა!

1. FM ნავიგატორი – რა დაემართა Facebook-ს და რა პრობლემები შეექმნა მის მომხმარებელს მთელ მსოფლიოში? შეუქმნის თუ არა ახალი კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს კომპენსაციის მისაღებად დარეგისტრირებისას Internet Explorer -ის აუცილებელი გამოყენების პირობა და რატომ გადაწყდა მაინცდამაინც ამ ბრაუზერის გამოყენება? რატომ მოუწოდებენ Pfizer and BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ ძლიერი ალერგიული რეაქციისკან მიდრეკილ ადამიანებს? როგორ გავუზიაროთ Apple Store-ის აპლიკაციები ოჯახის წევრებსა და ახლობლებს დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე? რრატომ დასრულდა წარუმატებლად SpaceX-ის ახალი რაკეტის Starship-ის გამოცდა, რომლის დროსაც მიწაზე დაშვებისას ხომალდი მიწას შეეჯახა და აფეთქდა?

2. მუსიკალური კალენდარი – როგორ ჩამოვიდა საბჭოთა კავშირში გასტროლებზე „მომღერალი რობოტების“ ჯგუფი, სახელწოდებით Kraftwerk, რომელიც ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება? როგორ „იძია შური“ Deep Purple-მა სიმღერით Fireball ჯონ ლენონზე, რომელმაც თითქოს ჯგუფის ერთ-ერთი კონცერტის ყველა ბილეთი შეიძინა და ერთადერთი მსმენელისთვის გასარჯა მუსიკოსები? როგორ დახოცა Pink Floyd-ის ხმამაღალი მუსიკის ძლიერმა ჟღერადობამ მათი კონცერტის ადგილის სიახლოვეს მდებარე ტბაში თევზები და როგორ აატირა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებით გამოწვეულმა ემოციამ ლეგენდარული ბასგიტარისტი როჯერ უოტერსი? დანარჩენი მსოფლიოსგან რკინის ფარდით გამიჯნული საბჭოთა მოქალაქეებისთვის საბჭოთა პრესის მიერ შექმნილი ურბანული ლეგენდები ცნობილ მუსიკოსებსა და ბენდებზე;

3. ვინ ხაზავს ტრასებს ცაში – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო, რთული და გამორჩეული პროფესია, რომელსაც არაერთი სტერეოტიპი, თუ მითი უკავშირდება. ვინ არიან უცნაურნახაზებიან ეკრანებთან საათობით მსხდომი ადამიანები, რომლებიც იშვიათი და უმრავლესობისთვის გაუებარი ფრაზებით ელაპარაკებიან ერთმანეთს, ან ათასობით კილომეტრის სიმაღლეზე მყოფ მფრინავებს, ეხმარებიან მათ საჰაერო ტრანსპორტის მართვაში და მგზავრების მშვიდობიან ფრენას უზრუნვეყოფენ? კიდევ რა ევალება ავიამეთვალყურეს? როგორ იქცევა ის, ერთი შეხედვით, გამოუვალ სიტუაციაში?

4. აფიშა – კულტურის სიახლეები თამუნა დადიანიძის რუბრიკაში.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: