საქართველოს ჯაზ კონცერტების სერიით ეწვია გერმანიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი გიორგი კიკნაძე საკუთარ კვარტეტთან ერთად „paysage“ – რომლის შემადგენლობაში არიან გიორგი კიკნაძე – კონტრაბასი, კომპოზიტორი, ფრანკ დელე – საქსოფონი, ლუკას კლაპი – როიალი, კონრად ულრიხი – დასარტყამი. ჯაზ სერიის ბოლო კონცერტი დღეს 8 საათზე კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაიწყება და გიორგი კიკნაძე სწორედ კონცერტამდე 1 საათით ადრე ჩაერთო გადაცემას „სახლისკენ“.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: