ინტეგრირებული თეატრი “აზდაკის ბაღი” აერთიანებს 16 ზრდასრულ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს და 5 პროფესიონალ მსახიობს. დასმა 2011 წლიდან არაერთი პრემიერა წარადგინა – “ბოშები”, საახალწლო აურზაური ზღაპარეთში”, “კაცია ადამიანი” და სხვა. გადაცემის “სახლისკენ” სტუმარმა, “აზდაკის ბაღის” ხელმძღვანელმა ქეთი ქიმოსტელმა შეგვატყობინა, რომ თეატრს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე გადაეცა მიწის ნაკვეთი ადაპტირებული შენობის ასაშენებლად და საჭირო თანხის შესაგროვებლად არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. საქველმოქმედო საღამოების სლოგანია “ააშენე თეატრი”
2018 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში, რომელშიც 46 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, დაიშვა პრეცედენტი, რომ ინტეგრირებული თეატრიც ჩაერთვება, რომელიც 27 სექტემბერს ქართული პროგრამის ფარგლებში “კაცია-ადამიანს” წარადგენს.
სტუმრები: ქეთი ქიმოსტელი – თეატრის “აზდაკის ბაღი” მმართველი , ბაჩო გაბრუაშვილი – სამხატვრო ხელმძღვანელი