#სახლისკენ - გამოწვევების პირისპირ
#სახლისკენ - გამოწვევების პირისპირ
  •  FM ნავიგატორი – Apple-მა საკუთრ საძიებო სისტემაზე მუშაობა დაიწყო და ახალი პროდუქტით Google-ის ანალოგიური სისტემისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევას გეგმავს. როგორ დაეხმარება ამაში Google-ის საძიებო სისტემების ყოფილი წამყვანი სპეციალისტი ჯონ ჯანანდრე, რომელიც 2 წლის წინ Apple-ში გადავიდა სამუშაოდ? რამ გამოიწვია სკანდალი ტაივანში განლაგებული Foxconn-ის ქარხანაში, რომელიც iPhone-ს აწარმოებს და კიდევ რაში ადანაშაულებს Apple კომპანია Foxconn-ს? გაქრება თუ არა Samsung-ის ტელეფონების ახალი მოდელების კომპლექტაციიდან ისეთი აქსესუარები, როგორიცაა დამტენი და ყურსასმენები? რომელი მუსიკოსები მოხვდნენ Forbes-ის მიერ შედგენილ ყველაზე მდიდარი ქალების ასეულში და რომელი მომღერალი ქალია მათ შორის ყველაზე მდიდარი? რა შედეგებს აჩვენებს ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევა, რომელსაც AstraZeneca აწარმოებს? როგორი შეფასება დაიმსახურა ტეილორ სვიფტის ბოლო ალბომმა „ფოლკლორმა“, რომელიც მან ზაფხულის ბოლოს გამოუშვა და მოუტანს თუ არა ეს ნამუშევარი მუსიკოსს GRAMMY-ის ჯილდოს?
  •  ანიმაციის საერთაშორისო დღე. სად არის ქართული ანიმაციის ადგილი მსოფლიოში, სადაც მაყურებელთა უმრავლესობას ანიმაციის ხსენებაზე მილიონობით დოლარიანი, სამგანზომილებიანი სანახაობა წარმოუდგება თვალწინ?
  •  როგორ ჩატარდება არჩევნები ეპიდემიის პირობებში? რა არის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი? როგორ უჭერს ის მხარს დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების განვითარებას საქართველოში? რა უნდა გავითვალისწინოთ მოახლოებულ არჩევნებზე წასვლის წინ გართულებულ ეპიდვითარებაში?
  •  მუსიკალური კალენდარი – ნაკლებად ცნობილი არტისტები, რომელმაც პოპულარული მუსიკის ისტორია შეცვალეს – მუსიკოსები, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით არასდროს სარგებლობენ, თუმცა საკუთარი ნამუშევრებითა და ნოვაციებით სხვა ცნობილი არტისტები შთააგონეს, ხშირად კი ცალკეულ ჟანრებსა თუ მიმდინარეობებს დაუდეს საფუძველი.
  •  კულტურის სიახლეები თამუნა დადიანიძესთან ერთად.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: