#სახლისკენ - EXPOVINA-ს 65-ე ფესტივალი და ქართული ღვინო
#სახლისკენ - EXPOVINA-ს 65-ე ფესტივალი და ქართული ღვინო

თვეზე მეტია, ევროპის უმდიდრესი ქალაქის – ციურიხის ცენტრალურ ქუჩებსა და სადგურებს ქართული ღვინის სარეკლამო ბანერები ამშვენებს. ციურიხში, ევროპის უმსხვილესი ღვინის გამოფენა EXPOVINA-ს 65-ე ფესტივალი იმართება. EXPOVINA-ს ისტორიაში პირველად, ფესტივალში საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. როგორც საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია. ირკვევა, რომ ქართულმა ღვინომ შვეიცარელი იმპორტიორებისგან გამორჩეული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ღონისძიების ფარგლებში ვიზიტორები არა მხოლოდ ქართული ღვინით არამედ საქართველოს კურორტებით დაინტერესდნენ, დაგეგმეს ტურისტული ვიზიტები ქვეყანაში.

სტუმარი: გიორგი ალადაშვილი – მეღვინე