#სახლისკენ - ეპიზოდები ქართული კონტრკულტურის ისტორიიდან
#სახლისკენ - ეპიზოდები ქართული კონტრკულტურის ისტორიიდან

საცხოვრებელი სახლების სარდაფებში გამართული კონტრკულტურული პერფორმანსები, ახალგაზრდული კულტურის მიერ ატაცებული „ხნიერი დამფუძნებლების“ იდეები, როკ მუსიკა, ჰიპების მოძრაობა, 1968 წლის პარიზის ამბოხი, შავი პანტერები, აფროამერიკული რევოლუცია და ქართული კონტრკულტურული მოძრაობის მცდელობები 1070-იანი წლების საბჭოთა საქართველოში;

საკუთარი „ჯიბის ფული“, როგორც კულტურული დამოუკიდებლობის მოტივატორი დასავლურ სამყაროში და ამ კომპონენტგამოცლილი „თაობათა შორის ომი“ ქართულ სინამდვილეში;

კონტრკულტურის გარეგნული გამოვლინება და კულტურული საზოგადოების რეაქცია მასზე;

90-იანი წლების კონტრკულტურული ოაზისები, როგორც თავშესაფარი არსებული რეალობისგან თავის დაღწევის მსურველი ახალგაზრდებისათვის და ფართო ასპარეზზე კონტრკულტურის გამოსვლის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა;

კონტრკულტურული თბილისისა და ქუთაისის „შედარებითი დახასიათება“ ქართული საბჭოთა მეინსტრიმული კულტურისათვის კრემლისგან ნებადართული „კონტრკულტურული ცელქობის“ ფონზე და კულტურული/კონტრკულტურული განვითარების ეტაპების გამოტოვებით გამოწვეული დაპირისპირება.

სტუმარი – გია ხადური, საქართველოს რადიოს გადაცემის „გია ხადურის პოპ გაკვეთილები“ წამყვანი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: